ინვესტიციების მასშტაბი
ინვესტიცია
ფასის ზრდა
ინვესტიციის უკუგება (ROI)
ჩვენ ვქმნით პროექტებს, რომლებიც ცვლიან უძრავი ქონების სფეროს - მსოფლიო დონის სასტუმროებიდან თანამედროვე, მრავალფუნქციურ კომპლექსებამდე
სილქ თაუერსი
1 მილიარდ დოლარიანი პროექტი სილქ თაუერსი წარმოადგენს განუმეორებელ საცხოვრებელ და საინვესტიციო შესაძლებლობას ბათუმის სანაპიროზე. კომპლექსზე, როგორც მომავლის არქიტექტურულ შედევრზე, თავად კენგო კუმამ იმუშავა.
სილქ თაუერსის მასშტაბს მთელ შავიზღვისპირეთში ანალოგი არ აქვს. მრავალფუნქციური კომპლექსი მოიცავს საინვესტიციო აპარტამენტებს, ხუთვარსკვლავიან სასტუმროებს, რეგიონში უდიდეს კაზინოს, კერძო იახტკლუბს, ორ-ჰექტარიან პარკს, ბარ-რესტორნებს, პრემიუმ მაღაზიებს, ფიტნეს ცენტრებსა და სხვა მსოფლიო დონის ინფრასტრუქტურას.
10-ჰექტარიან ტერიტორიაზე ჯამში ოთხი შენობა გაშენდება - თანაც ისე, რომ შენარჩუნდეს პანორამული ხედები, შეიქმნას ბიოკლიმატურ კომფორტი და ბუნებასთან სიახლოვის მაქსიმალური შეგრძნება.
სილქ თაუერსი - ერთადერთი და განუმეორებელი
მოქნილი საინვესტიციო პირობები
პირველადი შენატანი
ყოველთვიური შენატანი
განაკვეთი
ისარგებლეთ თქვენს კომფორტზე მორგებული პირობებით
ROI Calculator
სილქ თაუერსი, როგორც ცხოვრების წესი
სილქ თაუერსში ყველაფერია გართობისა და რელაქსაციისთვის. საცურაო აუზები, პადელის კორტები, სპა და ფიტნეს ცენტრები, ველობილიკები, საბავშვო მოედნები, კაფე-ბარები და პრემიუმ მაღაზიები იმ ინფრასტრუქტურის არასრული ჩამონათვალია, რომელთა ერთობლიობაც უზრუნველყოფს სტაბილურად მაღალ მოთხოვნას ოთხივე სეზონზე.
სილქ თაუერსი, როგორც ცხოვრების წესი
სილქ თაუერსში ყველაფერია გართობისა და რელაქსაციისთვის. საცურაო აუზები, პადელის კორტები, სპა და ფიტნეს ცენტრები, ველობილიკები, საბავშვო მოედნები, კაფე-ბარები და პრემიუმ მაღაზიები იმ ინფრასტრუქტურის არასრული ჩამონათვალია, რომელთა ერთობლიობაც უზრუნველყოფს სტაბილურად მაღალ მოთხოვნას ოთხივე სეზონზე.
ხშირად დასმული კითხვები
აპარტამენტის ტიპის, სეზონისა და დატვირთვის მიხედვით, სილქ თაუერსი გთავაზობთ 10-12%-იან წლიურ უკუგებას გაქირავებიდან. გაქირავებიდან მიღებული შემოსავლის გარდა, უნდა ელოდოთ კაპიტალის მკვეთრ ზრდას: უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ქონების ღირებულებამ ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე 35-40%-ით იმატა. უძრავი ქონების საკონსულტაციო ლიდერი კომპანიის Cushman & Wakefield უახლესი კვლევის თანხმად, დროის 10-წლიან მონაკვეთში სილქ თაუერსში ბინის გაყიდვიდან ისარგებლებთ 12-16%-მდე უკუგებით.
ბათუმი გთავაზობთ ზღვისპირა ცხოვრების, მზარდი ტურიზმის, თანამედროვე ინფრასტრუქტურისა და ლიბერალური ბიზნესპოლიტიკის იშვიათ ნაზავს, მათ შორის, კანონით ნებადართულ აზარტულ თამაშებს, რაც მთელი წლის განმავლობაში იზიდავს საერთაშორისო ვიზიტორებს. შესაბამისად, წლიდან წლამე იზრდება მოთხოვნა მაღალი კლასის საცხოვრებელზეც.
ბათუმს გამოარჩევს კანონით ნებადართული აზარტული თამაშები, მაღალი კლასის საკურორტო და ღამის ცხოვრება, აგრეთვე მზარდი ავიაკავშირები და უწყვეტი ინფრასტრუქტურული განვითარება. ეს ყოველივე ბათუმს დასვენებისა და ბიზნესისათვის საუკეთესო ადგილად აქცევს.
სილქ თაუერსი ძველი ბათუმის გულში, ალისა და ნინოს ქანდაკებს გვერდით შენდება. პროექტი გარშემორტყმულია ღირსშესანიშნაობებით, მაღალი კლასის სასტუმროებით, კაფეებით, კაზინოებითა და გასართობი ადგილებით. კომპლექსიდან სულ რაღაც ხუთი წუთის სავალზე აღმოჩნდებით როგორც პლაჟზე, Iveria Beach Club-თან, ასევე ქალაქის ტურისტულ და ხალხმრავალ ბიზნეს ცენტრებში.
სტანდარტული გეგმა ითვალისწინებს 20%-იან პირველად შენატანს, რის შემდეგაც ღირებულების დარჩენილი ნაშთის დაფარვა ხდება ყოველთვიურად, პირველი 48 თვის განმავლობაში – უპროცენტო შენატანებით.
სილქ თაუერსი მსოფლიო დონის ინფრასტრუქტურას აერთიანებს: მუნიციპალური პარკს, კაზინოს, იახტ-კლუბს, სპა და ფიტნეს ცენტრს, მაღალი კლასის კვების ობიექტებს, საცალო ვაჭრობის სივრცეებსა და სხვა. კომფორტისა და სასტუმროს ტიპის მომსახურების უმაღლეს სტანდარტს ჩვენთან სილქ ჰოსფითალითი უზრუნველყოფს.
1 რესპუბლიკის მოედანი, თბილისი 0108
[email protected]
032 2 250 250