რადისონ ქოლექშენი წინანდლის მამული

პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო რეგიონში

Photo

წარსულისა და აწმყოს ჰარმონიული ნაზავი

რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამული მდებარეობს ჭავჭავაძეების ისტორიულ მამულში, ალექსანდრე ჭავჭავაძის მე-18 საუკუნის სახლ-მუზეუმის მიმდებარედ. ეს ადგილი ქართული რომანტიზმის ფუძემდებლისა და მისი ოჯახის ისტორიულ მემკვიდრეობას ინახავს და იმ ეპოქის საქართველოს კულტურული და პოლიტიკური ცხოვრების შესანიშნავი მატიანეა. სწორედ ამიტომ, წინანდლის მამული საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა და დანიშნულების ადგილია.

სასტუმროს დიზაინზე მსოფლიოში აღიარებულმა არქიტექტორებმა – ჯონ ფოტიადისმა, ქრისტინა გაბასმა და დამიენ ფიგუერესმა იმუშავეს. მისი შთამბეჭდავი ინტერიერის შექმნაში კი დიდი წვლილი შეიტანეს ცნობილმა ინდუსტრიულმა დიზაინერმა ინგო მაურერმა და ქართველმა მოქანდაკე თამარ კვესიტაძემ.

5-ვარსკლავიანი სასტუმრო აერთიანებს 124 ნომერს, სადაც თანამედროვე კომფორტი და ისტორიული ატმოსფერო ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. სასტუმროს ტერიტორიაზე ორი რესტორანი და სამი ბარია განთავსებული, სადაც სტუმრებს ქართული და ევროპული დახვეწილი გასტრონომიისა და ადგილობრივი მარნის სახელგანთქმული ღვინის დაგემოვნება შეუძლიათ. ველო-ბილიკები, ჩოგბურთისა და პადელის კორტები, ან სემონინის სპა-კომპლექსი, ოთხივე მხრიდან პანორამული ხედებით გარშემორტყმული ღია და დახურული აუზი სტუმრებს კიდევ უფრო სრულფასოვანი დასვენებისა და განტვირთვის საშუალებას აძლევს. 

სასტუმროს მიმდებარედ, ძველი ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე, მოწყობილია 1000 მაყურებელზე გათვლილი ღია ამფითეატრი და 600-ადგილიანი დახურული საკონცერტო დარბაზი, რომლებიც სხვადასხვა მასშტაბური კულტურული და საქმიანი ღონისძიებებისთვისაა განკუთვნილი. ეს სივრცეები მასპინძლობს კლასიკური მუსიკის ფესტივალს, კონცერტებს, სპექტაკლებს, გალა ვახშმებსა და სხვა ტიპის საზოგადოებრივ თუ კერძო ღონისძიებებს, რაც წინანდლის სასტუმროს არა მხოლოდ დასვენების, არამედ კულტურული გამოცდილების გამორჩეულ ცენტრად აქცევს.

დეტალები

22,000 მ²

ფართობი

$35

მილიონის ინვესტიცია

124

სასტუმროს ოთახი

4

რესტორანი

რუკა

აღმოაჩინეთ ზუსტი ლოკაცია რუკაზე

რუკა დეტალურად