მწვანე კონცხი ბოტანიკო

Photo
16,723 მ²

მშენებლობის ფართობი

$15,1 მლნ

ინვესტიცია

100%

დასრულებული

უნიკალური პროექტი მწვანე კონცხი ბოტანიკო შავი ზღვის კენჭოვანი სანაპიროს მოპირდაპირედ, ბოტანიკური ბაღიდან ფეხით 2 წუთის სავალზე მდებარეობს და მარადმწვანე სუბტროპიკულ გარემოშია ჩაფლული. ბინის უზარმაზარი ვიტრაჟული ფანჯრებიდან ზღვის საუცხოო ხედი იშლება, რაც კომპლექსს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. 

წინანდლის მამულის ვილები

Photo
1,764 მ²

მშენებლობის ფართობი

100%

დასრულებული

სილქ დეველოპმენტი სიამაყით წარმოგიდგენთ წინანდლის მამულში განთავსებულ ახალ და შთამბეჭდავ პროექტს, რომელიც მოიცავს მე-20 საუკუნის უნიკალურ აგურის ვილას. ეს პროექტი მფლობელს საშუალებას აძლევს, გახდეს ალექსანდრე ჭავჭავაძის მემკვიდრეობის ნაწილი. 


ტელეგრაფი

Photo
239

სასტუმროს ნომერი

$61.7

მილიონის ინვესტიცია

80%

დასრულებული

ცენტრალური ფოსტის ყოფილ შენობაში, რომელიც თბილისის ხმაურიან, საქმიან და ტურისტულ ცენტრში მდებარეობს, სასტუმრო “ტელეგრაფი” გაიხსნება. შენობის ბოლო სართულზე განლაგებული ნომრებიდან სტუმრებისთვის მოეწყობა გასასვლელი ტერასაზე, საიდანაც თბილისის ულამაზესი პანორამული ხედები იშლება. სასტუმროში განსხვავებული კონცეფციის 7 რესტორანი, ჯაზკლუბი, ბარები და საბანკეტო-საკონფერენციო დარბაზი განთავსდება. 

სილქ თაუერსი

Photo
60,000მ²

მშენებლობის ფართობი

20,000მ²

სარეკრეაციო ზონა

ზღვასა და ბათუმის ძველ ქალაქს შორის განთავსებულ 6 ჰექტარის კომპლექსში განლაგებული იქნება პრემიუმ კლასის სასტუმრო, ღონისძიებების სივრცეები, კომერციული ზონები, კაფე-რესტორნები, კაზინო, სავაჭრო ობიექტები, იახტ კლუბი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტები, მათ შორის სპორტული დარბაზები, აუზები, სპა და პადელის კორტები.

რესტორანი აბასთუმანი

Photo
710 მ²

საერთო ფართობი

235 მ²

ტერასის ფართობი

აბასთუმნის უნიკალური ბუნების ჰარმონიულ გარემოში განსაკუთრებული რესტორნის პროექტი ვითარდება. მომავალი სივრცის არქიტექტურული კონცეფცია შთაგონებულია ულამაზესი ლანდშაფტებით და ორგანულად ერწყმის გარემოს. ყველა დეტალი ყურადღებით არის გააზრებული, რათა ბუნებრივი გარემო შენარჩუნდეს და გაძლიერდეს, რაც სტუმრებს უნიკალურ და დაუვიწყარ გამოცდილებას შესთავაზებს. პროექტის დასრულების მოლოდინში, სულ უფრო იზრდება ინტერესი ამ ავთენტური რესტორნის მიმართ, სადაც სტუმრებს დახვდება არა მხოლოდ გამორჩეული ქართული კერძები, არამედ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები აბასთუმნის ბუნებრივი საოცრებების გულში.

რუკა