_select_filters

ბლოკი
Select the block
ხედი
Select the block
კვადრატულობა
Select the block
ფილტრი

მწვანე კონცხი ბოტანიკო

Photo
16,723მ²

მშენებლობის ფართობი

$15,1 მლნ

ინვესტიცია

100%

დასრულებული

80

აპარტამენტი

მწვანე კონცხი ბოტანიკო არის უნიკალური საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც შავი ზღვის კენჭოვან სანაპიროსთან, ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან სულ რაღაც 2 წუთის სავალზე მდებარეობს. შენობების არქიტექტურა სრულად ერწყმის კონცხის ლანდშაფტსა და მარადმწვანე სუბტროპიკულ გარემოს.   ბინების ვიტრაჟული ფანჯრებიდან ზღვის ულამაზესი ხედი იშლება, რაც აქ ცხოვრებას განსაკუთრებულად კომფორტულსა და მშვიდს ხდის. 

ტელეგრაფი

Photo
239

სასტუმროს ნომერი

$87.6

მილიონის ინვესტიცია

6

რესტორანი

80%

დასრულებული

სასტუმრო ტელეგრაფი თბილისის ცენტრში, ყოფილი ცენტრალური ფოსტის შენობაში მდებარეობს. მისი არქიტექტურა 70-იან წლებში ლადო ალექსი-მესხიშვილმა და თეიმურაზ მიქაშავიძემ შექმნეს, ხოლო რეკონსტრუქცია ავთენტურობის სრული დაცვით განხორციელდა.

2024 წლიდან ტელეგრაფი “The Leading Hotels of The World-ს" (LHW) შეუერთდა, რაც რეგიონში უმაღლესი დონის სტუმარმასპინძლობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს.

სილქ თაუერსი

Photo
60,000მ²

მშენებლობის ფართობი

20,000მ²

სარეკრეაციო ზონა

სილქ თაუერსი მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც ბათუმის ცენტრში, შავ ზღვასთან მდებარეობს და აერთიანებს უმაღლესი კლასის აპარტამენტებსა და სასტუმროს, კომერციულ, გასართობ, რეკრეაციულ ზონებს და იახტ კლუბს. პროექტის დიზაინზე იმუშავა იაპონურმა არქიტექტურულმა სტუდია Kengo Kuma & Associates-მა, ხოლო 2 ჰექტარიან სარეკრეაციო ზონაზე დანიურმა MASU Planning-მა. სილქ თაუერსი ბათუმის ბუნებრივ გარემოსა და ქალაქის ურბანულ ქსოვილს ჰარმონიულად ერწყმის, რაც მაცხოვრებლებსა და ვიზიტორებს განსაკუთრებულ საცხოვრებელ და საინვესტიციო შესაძლებლობას სთავაზობს.

რესტორანი აბასთუმანი

Photo
710მ²

საერთო ფართობი

235მ²

ტერასის ფართობი

რესტორანი აბასთუმანის უნიკალურ ბუნებაშია, სადაც კულინარიული ხელოვნება და ესთეტიკა ერთიანდება. თანამედროვე ხედვით შექმნილი რესტორანი 150 სტუმარზეა გათვლილი და მათ ადგილობრივ ინგრედიენტებზე აგებულ ქართულ კულინარიულ გამოცდილებას სთავაზობს. ბუნებასთან ჰარმონიული შერწყმა და მაღალი ხარისხის მომსახურება ამ რესტორანს აბასთუმანის კულინარიულ და კულტურულ დანიშნულების ადგილად აქცევს.

რუკა