მწვანე კონცხი ბოტანიკო

ზღვისპირა ბინები პანორამული ხედებით

იპოვეთ ბინა
Photo

პროექტის შესახებ

მწვანე კონცხი ბოტანიკო მდებარეობს ბათუმის მახლობლად, ბოტანიკური ბაღიდან ფეხით 2 წუთის სავალზე, ხოლო ბათუმის ცენტრიდან მხოლოდ 9 კმ-ის მოშორებით. მისი მშენებლობა 2023 წელს დასრულდა. კომპლექსი ორ 7-სართულიან საცხოვრებელ კორპუსსა და ერთ გამაჯანსაღებელ და სარელაქსაციო შენობას მოიცავს. კომპლექსის 80-ვე ბინა გამოირჩევა უზარმაზარი ვიტრაჟული ფანჯრებით, რომლებიც შავი ზღვისა და ბუნებრივი ლანდშაფტის საუცხოო ხედებს შლის.  შენობები განსაკუთრებულად ერწყმის მარადმწვანე სუბტროპიკულ გარემოს და მთლიანად ჩაფლულია ბუნებაში, რაც მაცხოვრებლებისა და ვიზიტორებისთვის ჰარმონიული და მშვიდი დასვენების წინაპირობაა. 

პროექტის გენერალური გეგმა, არქიტექტურა, ინტერიერისა და ლანდშაფტის დიზაინი არქიტექტურულმა კომპანია MUA Architecture & Placemaking-მა შექმნა. მთავარი კონცეფცია შენობებისა და უნიკალური სუბტროპიკული ლანდშაფტის ჰარმონიულ შერწყმას ეფუძნება, რათა მაცხოვრებლებსა და ვიზიტორებს ბუნებასთან სიახლოვისა და ჰარმონიის განსაკუთრებული განცდა შეუქმნას.

საცხოვრებელ ბინებთან ერთად, კომპლექსი აერთიანებს სრულ ინფრასტრუქტურას  კომფორტული და მშვიდი დასვენებისთვის. აქ განთავსებულია კაფე,  ბარი, საცურაო აუზები, ფიტნეს დარბაზი და სპა ცენტრი, რომლებიც ხელმისაწვდომია როგორც მაცხოვრებლებისთვის, ისე დამსვენებლებისთვის. 

მწვანე კონცხი ბოტანიკო არის ადგილი, სადაც შესაძლებელია როგორც სრულად გარემონტებული ბინის შეძენა, ასევე, ქირაობა, კაფე „ბოტანიკოს“ სტუმრობა, რომელიც ქართულ და ევროპულ კერძებს აერთიანებს, აუზიდან კი შავი ზღვის ჰორიზონტის გასაოცარი ხედებით ტკბობა და განსაკუთრებული კოქტეილების დაგემოვნება. 

დეტალები

16,723მ²

მშენებლობის ფართობი

$15,1 მლნ

ინვესტიცია

100%

დასრულებული

80

აპარტამენტი

აღმოაჩინე ბოტანიკო

_not_available

დაჯავშნა

Photo

, მწვანე კონცხი ბოტანიკო

პირადი ინფორმაცია

კონფიდენციალურობის პოლიტიკა _booking_form_terms_link_text.

შესრულებულია
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა

გაყიდვების გუნდი მალე დაგიკავშირდებათ

გასაგებია
გასაგებია

_not_available

დაჯავშნა

Photo

, მწვანე კონცხი ბოტანიკო

პირადი ინფორმაცია

კონფიდენციალურობის პოლიტიკა _booking_form_terms_link_text.

შესრულებულია
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა

გაყიდვების გუნდი მალე დაგიკავშირდებათ

გასაგებია
გასაგებია

_not_available

დაჯავშნა

Photo

, მწვანე კონცხი ბოტანიკო

პირადი ინფორმაცია

კონფიდენციალურობის პოლიტიკა _booking_form_terms_link_text.

შესრულებულია
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა

გაყიდვების გუნდი მალე დაგიკავშირდებათ

გასაგებია
გასაგებია

ლიდის ფორმა

შეავსეთ ლიდის ფორმა

Well done!
Your message has been successfully sent

Your CV will be forward to our HR specialist

Okay
Okay

სხვა მიმდინარე პროექტები

გაეცანით ჩვენს მიმდინარე პროექტებს

Photo
სილქ თაუერსი

აერთიანებს ინვესტიციებს, მდგრად არქიტექტურასა და ბათუმის გასაოცარ ხედებს

Photo
ტელეგრაფი

The Leading Hotels of the World-ის წევრი

80 % დასრულებული
Photo
რესტორანი აბასთუმანი

აბასთუმანის ბუნებასთან სრულ ჰარმონიაში

20 % დასრულებული