ზოგადი

რა სერვისებსა და პროექტებს გთავაზობთ სილქ დეველოპმენტი?

სილქ დეველოპმენტი 2005 წლიდან საქართველოში უძრავი ქონების განვითარების წამყვან კომპანიას წარმოადგენს. ჩვენ ვქმნით თანამედროვე, მიმზიდველ, შთამაგონებელ და მრავალფეროვან პროექტებს საქართველოს ღირსშესანიშნავ ადგილებში. მათ შორისაა: სასტუმროები, რესტორნები, საცხოვრებელი კომპლექსი, სამორინეები, სპორტული კომპლექსი.

ამჟამად რომელ მიმდინარე პროექტებზე მუშაობს სილქ დეველოპმენტი?

სილქ დეველოპმენტის მიმდინარე პროექტებია: მწვანე კონცხი ბოტანიკო, სასტუმრო ტელეგრაფი, წინანდლის მამულის ვილები.

რომელ ბრენდებთან თანამშრომლობს სილქ დეველოპმენტი?

სილქ დეველოპმენტი თანამშრომლობს ცნობილ საერთაშორისო არქიტექტურულ სტუდიებთან და მათთან ერთად უზრუნველყოფს, რომ თითოეული პროექტი მორგებული იყოს მდებარეობის უნიკალურ მახასიათებლებსა და ისტორიას, ჰარმონიულად ერწყმოდეს ირგვლივ არსებულ გარემოს. სილქ დეველოპმენტის პარტნიორ ბრენდებს შორისაა ისეთი სტუდიები, როგორებიცაა: Neri & Hu, Ingo Maurer, KKAA, Chapman Taylor, და სხვა. 

როგორ შემოვუერთდე სილქ დეველოპმენტის გუნდს?

აღმოაჩინეთ კარიერული შესაძლებლობები სილქ დეველოპმენტში. ეწვიეთ კარიერის გვერდს, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, შემოგვიერთდით და ჩვენთან ერთად შექმენით უძრავი ქონების მომავალი. 

ბოტანიკოს უპირატესობები და სერვისები

რა ტიპის შემოსასვლელი კარებია დამონტაჟებული ბინებში?

ყველა ბინაში არის რკინის შესასვლელი კარი, რომელიც მერქან-ბოჭკოვანი ფილითაა (მდფ) დაფარული და აღჭურვილია ჭკვიანი საკეტით.  

როგორია კედლების საფარი და ოთახების შიდა კარები?

ყველა კედელი შეღებილია, ოთახების შიდა კარები კი მერქან-ბოჭკოვანი ფილითაა (მდფ) დამზადებული. 

რა მასალაა გამოყენებული იატაკისთვის?

იატაკის მასალად ყველა ბინაში ავსტრიული ლამინატის საფარია გამოყენებული. 

რა ტექნიკა დამხვდება სამზარეულოში?

ყველა ბინაში არის ჩაშენებული სამზარეულო ხელოვნური ქვის ზედაპირითა და სამსუნგის ფირმის ინტეგრირებული ტექნიკით - მაცივრით, ჭურჭლის სარეცხი მანქანით, სარეცხი მანქანით, ინდუქციური ქურითა და გამწოვით. 

როგორი წყლის გამათბობელია დამონტაჟებული ბინაში?

ბინაში მაცხოვრებლებს არისტონის ბრენდის ინდივიდუალური წყლის გამაცხელებელი დახვდებათ. 

რა სერვისებითა და ინფრასტრუქტურით შემიძლია ვისარგებლო?

ბოტანიკოს მობინადრეებს საშუალება აქვთ ესტუმრონ ბოტანიკოს რესტორანს, ისარგებლონ სავარჯიშო დარბაზით, საცურაო აუზით, სარეკრეაციო ზონითა და ავტოსადგომით. 

მობინადრეებს ეძლევათ შესაძლებლობა გახდნენ Silk Rewards Gold-ის სტატუსის მფლობელები. Silk Rewards სილქ ჰოსფითალითის ლოიალობის აპლიკაციაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ექსკლუზიური შეთავაზებები და საჩუქრები მიიღოთ, სილქ ჰოსფითალითის ობიექტებში სტუმრობისას ქულები დააგროვოთ და შემდეგ ისინი სასურველ პროდუქტსა თუ სერვისში გადაცვალოთ. 

კონტაქტი

როგორ დაგიკავშირდეთ ბოტანიკოში ბინის შესაძენად?

ბოტანიკოში ბინის შესაძენად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 032 225 02 50 ან დაგვიტოვოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია. ჩვენი გუნდი სიამოვნებით დაგეხმარებათ შეძენის პროცესში და მოგაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას.