სილქ თაუერსი - ერთადერთი და განუმეორებელი

ბლოგი
14.04.2026

გაზიარება

Photo

სილქ თაუერსი - ერთადერთი და განუმეორებელი

ძველი ბათუმის გულში, ალისა და ნინოს გვერდით - შავიზღვისპირეთის ყველაზე მოთხოვნად ლოკაციაზე - შენდება სილქ დეველოპმენტის პროექტი სილქ თაუერსი.

ეს მრავალფუნქციური კომპლექსი აერთიანებს არქიტექტურას, თანამედროვე ცხოვრების სტილს, დიდ კულტურულ პოტენციალსა და იდეალურ საინვესტიციო შესაძლებლობას.

კერძო იახტ-კლუბი, ორ ჰექტარზე გადაჭიმული სარეკრეაციო ზონა, რეგიონში უდიდესი კაზინო, მსოფლიო დონის სასტუმროები და ბარ-რესტორნები იმ ინფრასტრუქტურის არასრული ჩამონათვალია, რომელიც სილქ თაუერსს მთელი რეგიონის მასშტაბით ერთადერთ და განუმეორებელ პროექტად აქცევს.

სილქ თაუერსზე სილქ დეველოპმენტთან ერთად, Kengo Kuma & Associates მუშაობს. ცნობილი იაპონური არქიტექტურული სტუდიისთვის ეს პირველი კოლაბორაციაა საქართველოსთან და, ზოგადად, რეგიონთან. მსოფლიოს წამყვან პროფესიონალებს შორის დიალოგის შედეგია ის, რომ სილქ თაუერსი ასახავს უპირობო ერთგულებას ეკოლოგიური მდგრადობისა და ჰარმონიული დიზაინისადმი. აქ ყოველი დეტალი ზედმიწევნითაა გათვლილი, რათა არქიტექტურა ორგანულად შეერწყას გარემო ლანდშაფტს და, ამასთან, უპასუხოს თანამედროვე ცხოვრების გამოწვევებს.  

განუმეორებელი ლოკაცია

პროექტის ლოკაცია განუმეორებელია - ძველი ბათუმის გულში, ზუსტად ალისა და ნინოს გვერდით. ცნობილი ქანდაკების მსგავსად, სილქ თაუერსიც ბათუმის მომავალ სიმბოლოდაა ჩაფიქრებული.

ესაა ადგილი, რომელიც თავისი ხიბლით ბუნებრივად იზიდავს ტურისტებსა და ქალაქის სტუმრებს. აქედან ხომ სულ რამდენიმე ნაბიჯშია ბათუმის ღამის ცხოვრება, ტურისტული ღირსშესანიშაობები, სარეკრეაციო სივრცეები და ულამაზესი სანაპიროები.

მსგავსი ადგილმდებარეობა და სტაბილურად მზარდი მოთხოვნა მაღალი კლასის საცხოვრებელზე სილქ თაუერსს განუმეორებელ საინვესტიციო ღირებულებად აქცევს. 

Tower 1

პროექტის ინფრასტრუქტურა და მასშტაბი

სილქ თაუერსის მასშტაბს მთელ შავიზღვისპირეთში ანალოგი არ აქვს. კომპლექსი 10-ჰექტარიან ტერიტორიაზე გაშენდება და ზღვისპირა დასვენებისა და ცხოვრების ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს. საინვესტიციო აპარტამენტებს პროექტის მხოლოდ 46% ეთმობა. დანარჩენი უზადო ინფრასტრუქტურას ქმნის: კერძო იახტ-კლუბს, ორ ჰექტარიან რეკრეაციულ პარკს, მსოფლიო დონის სასტუმროებსა და მთელ რეგიონში უდიდეს კაზინოს, რაც ლას-ვეგასისა და მაკაოს ენერგიას ბათუმის სანაპიროზე შემოიტანს. 

სილქ თაუერსი ბათუმის ახალ კულტურულ ჰაბადაც იქცევა: პროექტის განუყოფელი ნაწილია მრავალფუნქციური საკონცერტო სივრცე, რომელიც მსოფლიო დონის ღონისძიებებსა და ცნობილ არტისტებს უმასპინძლებს.   

საცურაო აუზები, პადელის კორტები, სპა და ფიტნეს ცენტრები, ველობილიკები, კაფეები, საბავშვო მოედნები და მრავალი სხვა გართობისა და რელაქსაციისთვის უზრუნველყოფს მაღალ ტურისტულ მოთხოვნას მთელი წლის განმავლობაში. 

Silk Towers

ინვესტიცია, რომელიც დროსთან ერთად უფრო ძვირფასი ხდება 

არანაკლებ შთამბეჭდავია პროექტის საინვესტიციო პოტენციალი. ბათუმი ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური ტურისტული და საინვესტიციო ცენტრია, რომელიც უძრავი ქონებისგან მიღებული შემოსავლების კოეფიციენტით რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე ქალაქია. ცხადია, რომ ასეთ გარემოში სილქ თაუერსის მსგავსი პროექტი მაღალი საიმედოობის ინვესტიციად პოზიციონირდება. Cushman & Wakefield-ის პროგნოზის თანახმად, სილქ თაუერსში უძრავი ქონების ღირებულების ზრდა გარანტირებულია. აქ აპარტამენტი თავიდანვე თვითმყოფად აქტივად იქცევა, რომლის გაქირავებიდან წლიურად 12%-მდე, პირველი 10 წლის განმავლობაში ხელახალი გაყიდვის შემთხვევაში კი - 16%-მდე ჯამური უკუგებით ისარგებლებთ.

Yacht Club  

თანამედროვე არქიტექტურის შედევრი

სილქ თაურსის ხედვა რეალობად მსოფლიოში აღიარებულ იაპონურ არქიტექტურულ სტუდია Kengo Kuma & Associates-თან თანამშრომლობით იქცა. 

კენგო კუმამ თავისი სტუდია 1990 წელს დააარსა. დღეს მისი პროექტები 50-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. კუმა ცნობილია ახლებური კავშირების პოვნით ბუნებას, ტექნოლოგიასა და ადამიანებს შორის. მისი პორტფოლიო მოიცავს ტოკიოს ოლიმპიურ სტადიონს, Louis Vuitton-ის სათავო ოფისსა და როლს როისის დიზაინსაც კი. თანამედროვე არქიტექტურის მსოფლიო დონის შედევრი იქნება სილქ თაუერსიც.

Kengo Kuma

სილქ დეველოპმენტის გუნდი

სილქ დეველოპმენტი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჰოლდინგის, Სილქ როუდ ჯგუფის წევრია. 

2005 წლიდან დღემდე სილქ დეველოპმენტმა მრავალი მსხვილი პროექტი განახორციელა და ქვეყანაში ასეულობით მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. 

კომპანია გამოირჩევა საქმისადმი თანამედროვე მიდგომებითა და მდგრადობით. ასე შეიქმნა ჩვენი გამორჩეული პროექტები: რადისონ ბლუ თბილისი, რადისონ ბლუ ბათუმი, წინანდლის მამულის რადისონ ქოლექშენი და სასტუმრო ტელეგრაფი თბილისში, რომელიც 2025 წელს გაიხსნა. საცხოვრებელი თუ მულტიფუნქციური პროექტებიდან აღსანიშნავია რესპუბლიკა და მწვანე კონცხი ბოტანიკო. 

The Team

განუმეორებელი სტუმარმასპინძლობა

სილქ თაუერსში კომფორტისა და მომსახურების უმაღლეს სტანდარტს სილქ ჰოსფითალითი უზრუნველყოფს. პროფესიონალი გუნდი იქნება პასუხისმგებელი აპარტამენტების მართვისა და გაქირავების ოპერირებაზეც.

სილქ ჰოსფითალითი სტუმარმასპინძლობის სფეროში ქვეყნის წამყვანი კომპანიაა. იგი მართავს სასტუმროებს, კაზინოებს, რესტორნებს, ღამის კლუბებს, სპა და გამაჯანსაღებელ ცენტრებს მთელი საქართველოს მასშტაბით და ზუსტად ესმის, როგორი უნდა იყოს გამორჩეული მასპინძლობა და გამართული სერვისი. 

სწორედ ეს ხედვა და ექსპერტიზა ქმნის სილქ თაუერსს. პროექტს, რომელიც აუცილებლად გახდება გამორჩეული აქტივი თქვენს საინვესტიციო პორტფოლიოში.

The Telegraph Hotel

სილქ თაუერსი არ არის მხოლოდ და მხოლოდ დეველოპერული პროექტი. ესაა ფილოსოფია, ცხოვრების სტილი და იშვიათი შესაძლებლობა, გახდეთ ბათუმის მომავლის ნაწილი.