სასტუმრო ტელეგრაფის ოფიციალური გახსნა – შეხვედრების ახალი სივრცე თბილისის გულში
.jpg)
თბილისის მთავარ გამზირზე მდებარე სასტუმრო „ტელეგრაფი“, რომელიც სამი თვის წინ გაიხსნა, ფართოვდება და სტუმრებს ახალ სივრცეებს - ჯაზ-კლუბს, როლინგ სთოუნ ბარსა და იტალიურ რესტორანს - სთავაზობს.
სასტუმროს დიზაინის კონცეფციის ავტორია ცნობილი არქიტექტორი ლინდონ ნერი, საერთაშორისო სტუდიის Neri&Hu - ს დამფუძნებელი, რომელმაც „სილქ როუდ ჯგუფის“ ხედვა – ისტორიულ შენობაში შეექმნა მრავალფუნქციური, თანამედროვე ურბანული სივრცე რეალობად აქცია.
პირველ სართულზე გაიხსნა „თათუზა ჯაზ-კლუბი“, რომელიც ეძღვნება ლეგენდარული ქართველი ჯაზ-მუსიკოსის, თამაზ ყურაშვილის, მემკვიდრეობას.
ბოლო სართულზე უკვე ფუნქციონირებს Rolling Stone Rooftop Bar – საერთაშორისო ბრენდის პირველი წარმომადგენლობა რეგიონში. როლინგ სთოუნ ბარი სტუმრებს პანორამულ ხედებთან ერთად ხარისხიან მუსიკასა და საინტერესო ღონისძიებებს სთავაზობს. გახსნის საღამო ამერიკელი ბას-გიტარისტის და მომღერლის ნიქ ვესტის გამოსვლით აღინიშნა.
ტერასული რესტორანის „ფილოსოფიკოს“მენიუ შექმნილია შეფ პაოლო ამადორის მიერ. რესტორნის სახელწოდება შთაგონებულია ქართველი ფილოსოფოსის მერაბ მამარდაშვილის მემორიალით, რომელიც რესტორნის სიახლოვეს მდებარეობს.
„ტელეგრაფი “სწრაფად იკავებს ადგილს დედაქალაქში, როგორც კულტურული, კულინარიული და სოციალური ცენტრი და იმ სტუმრებს იზიდავს, ვინც აფასებს მაღალი ხარისხის მომსახურებას, გამორჩეულ დიზაინს და მრავალფეროვან კულინარიულ გამოცდილებას.
5-ვარსკვლავიან სასტუმრო ტელეგრაფში არის სხვადასხვა კატეგორიის 239 ნომერი და მრავალი გასართობი და სამუშაო სივრცე. ტელეგრაფი, ექსკლუზიური სასტუმროების საერთაშორისო გაერთიანების - The Leading Hotels of the World - წევრი, სილქ როუდ ჯგუფის მორიგი მასშტაბური პროექტია, რომელიც რესპუბლიკის მოედნის განვითარების ერთიანი კონცეფციის ნაწილია. ტელეგრაფის შენობის რეკონსტრუქციაში ჰოლდინგმა 65 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩადო, რაც ქვეყნის ორი უმსხვილესი ბანკის, თიბისის და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. ტელეგრაფის შენობის რეკონსტრუქციას ხელმძღვანელობდა კომპანია სილქ დეველოპმენტი, სასტუმროს მართვას კი უზრუნველჰყოფს კომპანია სილქ ჰოსფითალითი.