სილქ თაუერსის მშენებლობა ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს
სილქ დეველოპმენტის გამორჩეული პროექტის, სილქ თაუერსის მშენებლობის პროცესი ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს. მრავალფუნქციური კომპლექსი ძველი ბათუმის სანაპიროს პირველ ზოლში შენდება. პროექტის არქიტექტურაზე, კონცეფციასა და გენერალურ გეგმაზე სილქ დეველოპმენტმა იაპონურ არქიტექტურულ სტუდია Kengo Kuma & Associates-თან ერთად იმუშავა.
კომპლექსისათვის უკვე მიმდინარეობს ხიმინჯების მოწყობა, რაც მშენებლობის პროცესში ერთ–ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ფაზაა. რკინაბეტონის ხიმინჯები ქმნის საყრდენს საძირკველისთვის და ანაწილებს სიმძიმის დატვირთვას. სწორად დაპროექტებული ხიმინჯები მყარი საძირკველისა და, შესაბამისად, შენობის უსაფრთხოების გარანტიაა.
სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე სილქ თაუერსის ტერიტორიაზე სილქ დეველოპმენტმა სრულფასოვანი გეოლოგიური კვლევა ჩაატარა. წამყვანმა საერთაშორისო ექსპერტებმა სრულად შეაფასეს გეოტექნიკური და სეისმური რისკები. ხიმინჯების ტიპი და რაოდენობაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შემუშავებული ღრმა საძირკვლის სისტემის ფარგლებში განისაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სამუშაოებს წინ ქართული სამშენებლო ბაზრისთვის იშვიათი პრაქტიკა – სატესტო ხიმინჯების მოწყობა უძღოდა. პროცესი მიზნად ნიადაგის მდგომარეობის ხელახალ შეფასებას, საპროექტო გადაწყვეტილებების გადამოწმებასა და იმის უზრუნველყოფას ისახავდა, რომ ფუნდამენტის სისტემა დანამდვილებით ეფექტურად მუშაობს.
საძირკვლის მოწყობისმნიშვნელოვანი საინჟინრო ამოცანის გადაწყვეტაში სილქ დეველოპმენტს პარტნიორობას ZETAŞ უწევს. ZETAŞ გეოტექნიკური ინჟინერიის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა მდიდარი გამოცდილებით მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყანაში. საერთაშორისო სპეციალისტებთან თანამშრომლობა ხაზს უსვამს სილქ დეველოპმენტის პასუხისმგებლობასა და პროფესიონალიზმს. მთელი პროექტის მშენებლობა უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის უმაღლესი სტანდარტების გათვალისწინებით გაგრძელდება.
“სილქ დეველოპმენტისათვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროექტების განვითარება პრიორიტეტულია. სილქ თაუერსი ზუსტად ასახავს ჩვენს უცვლელ ერთგულებას ეკოლოგიური მდგრადობისა და გააზრებული დიზაინისადმი. ეს ხედვა რეალობად მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან თანამშრომლობის შედეგად ვაქციეთ. თავისი არქიტექტურით, ინფრასტრუქტურით, მრავალფუნქციურობით სილქ თაუერსი ბათუმის მომავალ სიმბოლოდაა ჩაფიქრებული.” – მამუკა შურღაია, სილქ დეველოპმენტის გენერალური დირექტორი.

პროექტის განვითარების პარალელურად, უფრო და უფრო იმატებს საერთაშორისო საინვესტიციო ინტერესი. მზარდი ტურიზმისა და უძრავ ქონებაზე სტაბილურად მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, სილქ თაუერსი იშვიათ საინვესტიციო შესაძლებლობად პოზიციონირდება. აპარტამენტების მართვაზე, გაქირავებასა და კომპლექსის სტუმრებისათვის სასტუმროს დონის მომსახურების შეთავაზებაზე სრულად იზრუნებს სილქ ჰოსფითალითი. სილქ თაუერსის აპარტამენტების წინასწარი რეზერვაციები 2025 წლის აგვისტოში დაიწყო. მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, პროექტი უკვე წარმოდგენილი იყო არაერთი უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე, მათ შორის მანჩესტერში, A Place in the Sun Live 2026-სა და კანში, MIPIM 2026-ზე, სადაც MIXED-Use ნომინაციაზეც იყო წარდგენილი.
სილქ თაუერსი ბათუმის ყველაზე პრესტიჟულ ლოკაციაზე – ალისა და ნინოს ქანდაკების გვერდით შენდება. კენგო კუმას მსოფლიოში აღიარებული არქიტექტურული სტუდიისთვის ეს პირველი კოლაბორაციაა საქართველოსთან. კუმას პორტფოლიო მოიცავს ტოკიოს ოლიმპიურ სტადიონს, Louis Vuitton-ის სათავო ოფისს ოსაკაში და როლს როისის დიზაინსაც კი.

სილქ თაუერსის მასშტაბს რეგიონში ანალოგი არ აქვს. პროექტი აერთიანებს საინვესტიციო აპარტამენტებს, სასტუმროებს, კერძო იახტ-კლუბს, კაზინოს, ბარ-რესტორნებს, პრემიუმ მაღაზიებს, სპა და ფიტნეს ცენტრებს, აუზებს, პადელის კორტებსა და სხვა ინფრასტრუქტურას. კომპლექსის მახლობლად უკვე ფუნქციონირებს 2-ჰექტარიანი რეკრეაციული პარკი, რომელიც სილქ დეველოპმენტმა ლანდშაფტის დიზაინის დანიურ კომპანია MASU PLANNING-თან ერთად შექმნა. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, სილქ თაუერსი შავი ზღვის სანაპიროზე დასვენების, ცხოვრებისა და ინვესტიციის ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს.