სილქ დეველოპმენტი Property Exclusive 2026-ის გენერალური სპონსორი იყო

სიახლე
29.04.2026

გაზიარება

Photo

სილქ დეველოპმენტი 2026 წლის 26 აპრილს გამართულ უძრავი ქონების საინვესტიციო ღონისძიების - Property Exclusive 2026-ის გენერალური სპონსორი იყო. ღონისძიება, რომელიც საქართველოში პირველი AI-ზე დაფუძნებული უძრავი ქონების ფორუმი გახდა, ორგანიზებული იყო უძრავი ქონების ჰაბ Property Georgia-სა და FIABCI-Georgia-ს მიერ.

კომპანიის კომერციულმა დირექტორმა, ლინა ბუზიაშვილმა, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში „საქართველო, როგორც უძრავი ქონების საინვესტიციო ჰაბი: ლიდერების ინსაითები". დისკუსიის ფარგლებში მან ყურადღება გაამახვილა ქართული ბაზრის განვითარების მიმდინარე ტენდენციებზე და სამომავლო პერსპექტივებზე. ამ კონტექსტში მან ისაუბრა ბათუმში სილქ დეველოპმენტის მიმდინარე პროექტ - სილქ თაუერსის შესახებ.

სილქ დეველოპმენტმა უძრავი ქონების საინვესტიციო ღონისძიებაზე მდგრად და მწვანე მშენებლობის თემაზე პანელური დისკუსია წარადგინა, რომელზეც კომპანიის არქიტექტორმა - მედეა ქირიამ ისაუბრა. მან გააზიარა გამოცდილება ახლად გახსნილი სასტუმრო ტელეგრაფის, სილქ დეველოპმენტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტის შესახებ, რომელმაც წარმატებით გაიარა LEED პრესერტიფიკაციის ეტაპი და უახლოეს მომავალში მიიღებს აშშ-ს მწვანე შენობების ოფიციალურ სერტიფიკატს.

ღონისძიება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი მუდმივად ვითარდება და სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხარისხს, კონცეფციას და საერთაშორისო სტანდარტებს. სილქ დეველოპმენტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთ პლატფორმებზე მონაწილეობა, რადგან სწორედ აქ ჩანს ბაზრის რეალური დინამიკა - მიმდინარე ტენდენციები, მოთხოვნის ცვლილებები და ინდუსტრიის განვითარების მიმართულებები. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებას და აძლიერებს საქართველოს მიმართ ინტერესს, როგორც საინვესტიციო დანიშნულების ქვეყნისადმი, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება მთლიანად სექტორზე.