სილქ დეველოპმენტის ახალი გაყიდვების ოფისი ბათუმში საახალწლოდ განათდა

სიახლე
22.12.2025

გაზიარება

Photo

სილქ დეველოპმენტში წლის ყველაზე ჯადოსნური სეზონი ოფიციალურად დაიწყო. 21 დეკემბერს კომპანიის ახალი გაყიდვების ოფისი ბათუმში საზეიმოდ განათდა. საღამომ სადღესასწაულო განწყობის, მუსიკის, ცქრიალა ღვინის, ფურშეტისა და, რაც მთავარია, საახალწლო გათამაშების ფონზე ჩაიარა, რომლის ფარგლებშიც ცერემონიის სტუმრები ექსკლუზიური საჩუქრებით დასაჩუქრდნენ.

ადგილზე გაიმართა სილქ დეველოპმენტის მიმდინარე პროექტის, სილქ თაუერსის ერთადერთი და განუმეორებელი საახალწლო შეთავაზების პრეზენტაციაც. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად უძრავ ქონებაში ინვესტიციის მსურველებს კომპანია სთავაზობს ახალ შესაძლებლობას, შეიძინონ ზღვისპირა აპარტამენტები ბათუმში და ისარგებლონ 12%-მდე წლიური უკუგებით (ROI).

Silk Towers მთელ შავიზღვისპირეთში გამორჩეული პროექტია, რომელზეც მსოფლიოში აღიარებული იაპონური არქიტექტურული სტუდია Kengo Kuma & Associates მუშაობს. ამავე სტუდიას ეკუთვნის ტოკიოს ოლიმპიური სტადიონი, Louis Vuitton-ის სათავო ოფისი და თანამედროვე არქიტექტურის სხვა შედევრები. გასაყიდად გათვალისწინებულია კომპლექსის მხოლოდ 46%, დანარჩენი კერძო იახტკლუბს, რეგიონში უდიდეს კაზინოს, მუნიციპალურ პარკს, სავაჭრო სივრცეებს, კაფე-რესტორნებს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებსა და მსოფლიო დონის სხვა ინფრასტრუქტურას დაეთმობა.

„სილქ დეველოპმენტისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროექტების განვითარება პრიორიტეტია, ახალი გაყიდვების ოფისი კი – ჩვენი გრძელვადიანი ხედვის ნაწილი. სილქ თაუერსი შავიზღვისპირეთის განვითარებაში ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს“ – ალექსანდრე ტოგონიძე, სილქ დეველოპმენტის ბიზნესის განვითარების დირექტორი.

მრავალფუნქციური კომპლექსი სანაპიროს პირველ ზოლში, ძველი ბათუმის ყველაზე პრესტიჟულ ლოკაციაზე, ალისა და ნინოს ქანდაკებისა და ანბანის კოშკის გვერდით აშენდება. სილქ დეველოპმენტის გაყიდვების ოფისი იქვე, თენგიზ აბულაძის 3-ში მდებარეობს.