წინანდლის ისტორიულ მამულში სასტუმრო „პარკ ჰოტელი“ 2019 წელს გაიხსნა. თანამედროვე ახალგაზრდების გემოვნებასა და მოთხოვნებზე იდეალურად მორგებული სასტუმრო, წინანდლის ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალის მთავარი მასპინძელია. შესაბამისად, „პარკ ჰოტელის“ მთავარ კონცეფციად სწორედ მუსიკა, ქუჩის მხატვრობა, კაშკაშა ფერები და მინიმალისტური, საინტერესო დიზაინი იქნა არჩეული.