სილქ დეველოპმენტის პროექტი მწვანე კონცხი ბოტანიკო Booking.com Traveller Review Awards 2026-ის გამარჯვებულია

სიახლე
31.03.2026

გაზიარება

Photo

სილქ დეველოპმენტის პროექტი მწვანე კონცხი ბოტანიკო Booking.com-ის პრესტიჟული ჯილდოს - Traveller Review Awards 2026-ის გამარჯვებულია. ჯილდო ყოველწლიურად მილიონობით მოგზაურის შეფასებების საფუძველზე გაიცემა და მსოფლიოს საუკეთესო საცხოვრებელ პროექტებსა და სასტუმროებს ავლენს.

წელს ბოტანიკომ 9.4 ქულა მოიპოვა, რაც პროექტის თანამედროვე არქიტექტურას, გარემოსთან ჰარმონიულ კავშირსა და მაღალი ხარისხის მომსახურებას უსვამს ხაზს. აღსანიშნავია, რომ პროექტი აღნიშნულ ჯილდოს ზედიზედ მეორე წელია იღებს, რაც სტუმრების მაღალი კმაყოფილებისა და ნდობის კიდევ ერთი დასტურია.

2023 წელს დასრულებული მწვანე კონცხი ბოტანიკო უკვე არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. პროექტმა FIABCI-Georgia Prix d'Excellence Awards-ზე ორი მნიშვნელოვანი ჯილდო მოიპოვა - 2024 წლის საუკეთესო დასასვენებელი კურორტი და საშუალო სიმაღლის საუკეთესო საცხოვრებელი შენობა. საერთაშორისო ჟიურიმ, რომელიც უძრავი ქონების ექსპერტებისგან შედგებოდა, პროექტი მისი არქიტექტურის, კონცეფციისა და შესრულების ხარისხით გამოარჩია.

ასევე, Archello Awards 2024-ზე მწვანე კონცხი ბოტანიკო Housing Project of the Year - Mid Rise კატეგორიაში ხალხის რჩეული გახდა. კონკურსში 1000-ზე მეტი პროექტი მონაწილეობდა, რაც ამ გამარჯვებას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის.

გარდა ამისა, პროექტი ევროპული არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსის - European Union Prize for Contemporary Architecture - Mies van der Rohe Awards 2026 - ნომინანტთა სიაში დასახელდა.

მწვანე კონცხი ბოტანიკო მდებარეობს ბათუმის მახლობლად, ბოტანიკური ბაღიდან ფეხით 2 წუთის სავალზე, ხოლო ბათუმის ცენტრიდან მხოლოდ 9 კმ-ის მოშორებით. მისი მშენებლობა სილქ დეველოპმენტმა 2023 წელს დაასრულა. კომპლექსი ორ 7-სართულიან საცხოვრებელ კორპუსსა და ერთ გამაჯანსაღებელ და სარელაქსაციო შენობას მოიცავს.  შენობები განსაკუთრებულად ერწყმის მარადმწვანე სუბტროპიკულ გარემოს და მთლიანად ჩაფლულია ბუნებაში, რაც მაცხოვრებლებისა და ვიზიტორებისთვის ჰარმონიული და მშვიდი დასვენების წინაპირობაა.

სილქ დეველოპმენტი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი ჰოლდინგის, სილქ როუდ ჯგუფის შემადგენლობაშია. 2005 წლიდან დღემდე კომპანიამ მრავალი მსხვილი პროექტი განახორციელა და შედეგად ასეულობით მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა საქართველოში. კომპანია გამოირჩევა საქმისადმი თანამედროვე მიდგომებითა და მდგრადობით, რაც განაპირობებს სანდოობას როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთაშორისო პარტნიორებისათვის. სილქ დეველოპმენტის ერთ-ერთი წამყვანი მიმდინარე პროექტი, სილქ თაუერსი, რომელზეც კენგო კუმას არქიტექტურული სტუდია (KKAA) მუშაობს, ზუსტად ასახავს კომპანიის უცვლელ ერთგულებას გააზრებული, ბუნებასთან ჰარმონიაში შექმნილი, ადამიანის საჭიროებებზე მორგებული დიზაინის მიმართ.

მწვანე კონცხი ბოტანიკოს პროექტი სილქ დეველოპმენტმა განახორციელა მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანია ანაგთან პარტნიორობით. გენერალური გეგმა, არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი შეიმუშავა არქიტექტურულმა კომპანიამ MUA Architecture & Placemaking.