ჩვენი ობიექტები Booking.com Traveller Review Awards 2025-ის გამარჯვებულია

სიახლე
28.01.2025

გაზიარება

Photo

Traveller Review Awards პრესტიჟული ჯილდოა, რომელსაც საერთაშორისო ტურისტული პლატფორმა Booking.com-ი მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეულ სასტუმროებს გადასცემს. მათ რეკომენდაციას მილიონობით მოგზაური უწევს. აღნიშნული ჯილდოს მოპოვება სილქ ჰოსფითალითისა და სილქ დეველოპმენტის ობიექტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა, რომელსაც საფუძვლად მაღალი სტანდარტების მომსახურება უდევს.

ჩვენი ობიექტებიდან მწვანე კონცხი ბოტანიკო და წინანდლის მამულის რადისონ ქოლექშენი ინაწილებენ პირველ ადგილს 9.3 ქულით, მეორე ადგილზეა პარკ ჰოტელი 8.9 ქულით, ხოლო რადისონ ბლუ ივერია 8.6 და რადისონ ბლუ ბათუმი 8.5 ქულით.

წელს განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მწვანე კონცხმა ბოტანიკომ, რომელიც დაუვიწყარი ზღვისპირა საცხოვრებელი კომპლექსია ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან მხოლოდ 2 წუთის ფეხის სავალზე. ის მაცხოვრებლებსა და გარე სტუმრებს კაფე „ბოტანიკოსაც“ სთავაზობს. მწვანე კონცხი ბოტანიკო არის ადგილი, სადაც შესაძლებელია როგორც სრულად გარემონტებული ბინის შეძენა, ასევე ქირაობა და ნებისმიერ შემთხვევაში კაფე „ბოტანიკოს“ სტუმრობა, რომელიც ქართულ და ევროპულ კერძებს აერთიანებს.