მწვანე კონცხი ბოტანიკო Archello Award 2024-ის გამარჯვებულია

სიახლე
06.01.2025

გაზიარება

Photo

Archello Awards საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსია, რომელიც ყოველწლიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით ავლენს საუკეთესო არქიტექტურულ პროექტებს, ინტერიერის დიზაინებსა და არქიტექტურულ ფირმებს სხვადასხვა კატეგორიაში.

2024 წელს 1000-ზე მეტი ნამუშევრიდან ჩვენი საცხოვრებელი კომპლექსი “მწვანე კონცხი ბოტანიკო” Archello Award 2024-ის, კატეგორიაში Housing Project of the Year – Mid Rise, ხალხის რჩეული გახდა!

ბოტანიკოს საცხოვრებელი კომპლექსი გთავაზობთ შთამბეჭდავ ხედებს, მწვანე კონცხის ბუნებასა და შავ ზღვასთან ჰარმონიულ კავშირს. გენერალური გეგმა არის თანამედროვე არქიტექტურის, ბუნებრივი ლანდშაფტისა და საზოგადოებაზე ორიენტირებული დიზაინის ნაზავი. ის აერთიანებს ორ 7-სართულიან მრავალბინიან საცხოვრებელ ბლოკს, რომლებშიც 80 პრემიუმ კლასის აპარტამენტია და ერთ გამაჯანსაღებელ და სარელაქსაციო შენობას, რომელშიც დამსვენებლებსა და მაცხოვრებლებს აუზებით, ფიტნეს სტუდიოთი და რესტორნით სარგებლობა შეუძლიათ. ბინების ვიტრაჟული ფანჯრებიდან გაშლილი ზღვის საუცხოო ხედი პროექტს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. 

პროექტის გენერალურ გეგმაზე, არქიტექტურაზე, ინტერიერისა და ლანდშაფტის დიზაინზე MUA - Architecture & Placemaking-მა იმუშავა.