მწვანე კონცხი ბოტანიკო“ FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards 2024-ის გამარჯვებულია

სიახლე
12.10.2024

გაზიარება

Photo

უძრავი ქონების პროექტების გალა-დაჯილდოება FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards 2024, ბათუმში, 11 ოქტომბერს, გაიმართა. ჩვენი საცხოვრებელი კომპლექსი “მწვანე კონცხი ბოტანიკო” ეროვნული დაჯილდოების ორი ნომინაციის გამარჯვებული გახდა. რეგისტრირებული პროექტები უძრავი ქონების ექსპერტებისგან შემდგარმა საერთაშორისო ჟიურიმ შეაფასა.

მწვანე კონცხი ბოტანიკოს პროექტი 2024 წლის საუკეთესო დასასვენებელ კურორტად და საშუალო სიმაღლის საცხოვრებელ შენობად დასახელდა.

პროექტის გენერალურ გეგმაზე, არქიტექტურაზე, ინტერიერისა და ლანდშაფტის დიზაინზე MUA – Architecture & Placemaking-მა იმუშავა.

FIABCI-Georgia-ს შესახებ:

FIABCI-Georgia, უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის, FIABCI-ის ეროვნული წარმომადგენლობა დაარსდა 2019 წელს. დღეს ის აერთიანებს ქართული უძრავი ქონების ბაზრის 50-მდე წამყვან კომპანიას, უძრავი ქონების ყველა პროფესიონალს: ურნაბისტებს, არქიტექტორებს,ინჟინრებს, სამშენებლო-დეველოპერებს, ბროკერებსა და სექტორთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულ სხვა პროფესიებს.